საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის პრეზიდენტმა, ბიზნესმენმა ფადი ასლიმ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის წევრის თამაზ მეჭიაურის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა:
"თამაზ მეჭიაური ერთ ძველ აღმოსავლურ ანდაზას მაგონებს: „სულთნის ძაღლს თავი სულთანი ეგონაო“ _ წერს ფადი ასლი.
პოსტს პოსტით უპასუხა მეჭიაურმა:
"შენ იმის ასლადაც ვერ გამოდექი, რაც იას სჭირდება" _ ასე უპასუხა ბიზნესმენს საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა სახემ.