კონტროლის პალატის წარმომადგენლები ამ დრომდე აგრძელებს ოპოზიციონერი აქტივისტების დაკითხვას. დაკითხვიდან გამოსული ხალხი სხვადასხვა სახის დარღვევებზე საუბრობენ. “გურია ნიუსი” სახალხო დამცველის პრესამსახურს ნინო ერემაშვილს დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბრის დროს თქვა, რომ ისინი სწავლობენ ამ საქმეს და ჯერ-ჯერობით კომენტარს ვერ გააკეთებს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში.
_ ქალბატონი ნინო, როდისთვის გააკეთებს ბატონი გიორგი კომენტარს.
_ როდესაც შესწავლი იქნება საქმე, რადგან ჯერ უნდა ვნახოთ ის ადამიანები, რომლებიც კონტროლის პალატამ დაიბარა, _ გვითხრა ერემაშვილმა.