გუშინ გვიან ღამით სოფელ ნიგვზიანში ე.წ. გუჯანას უბანში გოჩა ტუღუშის ორსართულიანი სახლი დაიწვა.
სოფლის დეპუტატის, ბესიკ ტაბიძისა და გამგებლის წარმომადგენლის, ირაკლი გუჯაბიძის ინფორმაციებზე დაყრდნობით, ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. მათი თქმით, ტუღუშსს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და სოციალურად შეჭირვებულია.
"სახლის მეორე სართული ხის იყო და მთლიანად დაიწვა. პირველი სართული კი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოების შედეგად დაზიანებულია და საცხოვრებლად უვარგისი"“, – განაცხადეს მათ.