საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დაბარებასთან დაკავშირებით, საბჭოსგან განმარტებებს ითხოვს:
_ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მართლმსაჯულების სისტემის მენეჯერი ორგანოა და თუკი მართლმსაჯულებაში რაიმე ხარვეზია მან პასუხი უნდა გასცეს საზოგადოებას. თუ როგორ ხდება მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლა, არის თუ არა რაიმე პრაქტიკული ხარვეზი, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება და მეორე მხარე ამას საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნების შედეგად გებულობს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ალბათ, ასევე უნდა აჩვენოს, რომ მას შესწევს რომ მოსამართლე შეურაცხყოფისა და მუქარისგან დაიცვას
. განმარტების მოთხოვნის უფლება არავის აქვს მოსამართლისგან, მაგრამ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებას თავისი მოსაზრებები და მომავლის ხედვაც უნდა უთხრას.
მე ამასთან დაკავშირებით მქონდა კითხვები, როგორ ხდება მართლმსაჯულების ადმინისტრირება ისე, რომ მეორე მხარემ გადაწყვეტილების შესახებ არ იცის, არის ეს მართლმსაჯულებაში სისტემური პრობლემა თუ არა.
ხარვეზია ისიც, როდესაც მოსამართლეს აგინებენ, ლანძღავენ, ემუქრებიან, ის უნდა იყოს დაცული თავისი მენეჯერი ორგანოსგან, როგორიც არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, – განაცხადა თეა წულუკიანმა.