იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განცხადებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის საბჭოს სხდომაზე დაბარებით ნინო გვენეტაძემ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა.
როგორც მურუსიძე აღნიშნავს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება თამაზ ურთმელიძის სხდომაზე დაბარებასთან დაკავშირებით კანონს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
"როგორც არ უნდა შეიფუთოს ეს სიტუაცია და ვთქვათ, რომ მოსამართლე არა გადაწყვეტილების შინაარსზე ისაუბრებდა, არამედ მას სხვა კითხვები დაესმებოდა, რჩება შთაბეჭდილება, რომ იგი გარკვეული ანგარიშის ჩასაბარებლად დავიბარეთ საბჭოს სხდომაზე. რაც არ უნდა ვთქვათ, რომ ანგარიშის ჩასაბარებლად არ დაგვიბარებია, გვენეტაძის გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებელია. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს საქმის სწორდ და კანონიერად განხილვას. გვენეტაძის გადაწყვეტილება მოსამართლის დაბარებასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება კანონს და კონსტიტუციას. ეს ნაბიჯი არავის სასარგებლოდ არ არის გადაგმული. მან დაუშვა გამოუსწირებელი შეცდომა, როდესაც დაიბარა თამაზ ურთმელიძე სხდომაზე", _ განაცხადა მურუსიძემ და დასძინა, რომ
საქმის განხილვის საშუალება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს უნდა მიეცეს.