ფოთში, ხელოვნების III საერთაშორისო ფესტივალი ,"თეთრი თოლია" დასრულდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ბავშვთა როკ-ჯგუფმა "GURIAN NICE KIDS" ( ხელმძღვანელი გოჩა გათაშვილი) გრან-პრი მიიღო.
ჟიურის გადაწყვეტილებით ბენდის სოლისტი გიორგი ჯინჭარაძე როკ მუსიკის საუკეთესო ვოკალისტად აღიარეს, რომელსაც ოქროს მედალი გადაეცა.
I ადგილი და ოქროს მედალი მიიღო ჩოხატაურის კულტურის ცენტრის აღსაზრდელმა ლილიანა ლომინეიშვილმა, რომლის პედაგოგი ლარისა დოლიძეა.