იორდანელმა პოლიციელმა ორი ამერიკელი ინსტრუქტორი და სახმრეთ აფრიკის პოლიციელი მოკლა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა ამანის პოლიციის სასწავლო ცენტრში მოხდა.
როგორც ცნობილია, თავდამსხმელმა ორი ამერიკელი და ოთხი იორდანელი პოლიციელიც დაჭრა.
იორდანიის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მკვლელმა თავი მოიკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული იორდანიის საერთაშორისო პოლიციის სასწავლო ცენტრი ძირითადად პალესტინელ და ერაყელ ოფიცრებს მასპინძლობს.
როგორც ცნობილია, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.