პრობაციის ეროვნული სააგენტოს და არასამთავრობო ორგანიზაცია "თანხმობის" ერთობლივი პროექტის – "ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისთვის'' ფარგლებში დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე პროექტის გაფართოების პერსპექტივაზე იმსჯელეს.
აღნიშნული პროექტი შიდა ქართლის რეგიონში 2013 წლის დეკემბერში დაიწყო და მასში რისკებისა და საჭიროებების შეფასების შედეგად გამოვლენილი რამდენიმე ათეული პრობაციონერი და მათი ოჯახის წევრი ჩაერთო.
რესოციალიზაციის ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში 52-მა პრობაციონერმა ავეჯის ამწყობის, შემდუღებლისა და ოფის–მენეჯერის კურსები გაიარა და შესაბამისი სერთიფიკატიც მიიღო. სამ პირობით მსჯავრდებულს ბიზნესგეგმაც დაუფინანსდა. პროგრამაში ჩართულ პრობაციონერებს საშუალება ჰქონდათ უფასო იურიდიული კონსულტაციით და ფსიქო-თერაპიული მომსახურებით ესარგებლათ.
"თანხმობა" განიხილავს ანალოგიური პროექტის საქართველოს სხვა რეგიონებში განხორციელების შესაძლებლობასაც, რის შედეგად, ზემოაღნიშნული სერვისებით კიდევ უფრო მეტი პრობაციონერი ისარგებლებს.
(R)