პირველი "მატრიოშკა" იმპერატრიცა ეკატერინას ერთ-ერთი ფავორიტის კოპირებული თოჯინა იყო. ეს ფავორიტი ეკატერინამ აღზარდა და ვოლტერთანაც კი გაგზავნა, განათლება რომ მიეღო.
„მატრიოშკას“ უბედურება მოაქვს. ივანე მრისხანეს დროს "მატრიოშკებად" გადაცმული ოპრიჩნიკები შეესეოდნენ ხოლმე სოფლებს და აწიოკებდნენ. მას შემდეგ რუსული მაფია მტერს გაფრთხილების ნიშნად, ყელზე შავბაფთაწაჭერილ "მატრიოშკას" უგზავნის.
ოსტატს, რომელმაც პირველი "მატრიოშკა" დაამზადა, თვალები დასთხარეს, რათა მისი ასლები არ შექმნილიყო, მაგრამ "მატრიოშკების" ასლები მაინც დაამზადეს.
ეკატერინას დროიდან რუსეთში დამკვიდრდა ტრადიცია – ახალაშენებულ სახლში შეჰქონდათ "მატრიოშკა" და იატაკზე გააგორებდნენ. თუ ის ფეხზე "ადგომას" შეძლებდა, სახლში ბედნიერება დაისადგურებდა. თუ არა, სახლს წვავდნენ.
გასახსნელი "მატრიოშკა" საბრძოლო იარაღიც იყო. მას მტრის ბანაკში ისროდნენ, "მატრიოშკა" იხსნებოდა და პატარა მატრიოშკები აქეთ-იქით იბნეოდა. სანამ მათ აკრეფდნენ, მტერი ერთობოდა და მოწინააღმდეგეს ვერ ამჩნევდა, რომელიც ჩუმად ეპარებოდა.