ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რათა შეძლებისდაგვარად, დროულად, დღის განმავლობაში განახორციელოს სტიქიის გამო დაზიანებული ქსელის რეაბილიტაცია და აბონენტებისთვის ელექტროეერგიის მიწოდების აღდგენა.
"გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ძლიერი წვიმა და ქარი, მაღალ მთიან რეგიონებში კი ძლიერად თოვდა, რის გამოც დაზიანდა როგორც მაღალი ძაბვის, ისე დაბალი ძაბვის გადამცემი ხაზები.
ღამის განმავლობაში, 50 000-მდე აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, შეზღუდული აბონენტების ნაწილისთვის მოხერხდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, თუმცა, დილით სტიქიის გამო კვლავ მოიმატა გათიშული აბონენტების რიცხვმა" _ აღნიშნავენ კომპანიაში.
ყველაზე მეტი აბონენტი გათიშულია გურიისა და აჭარის რეგიონებში, თუმცა მცირე შეზღუდვებია სხვა რეგიონებშიც.































































