ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში ადიდებულმა მდინარემ სუფსამ მშენებარე ობიექტები დატბორა:
_ ამ დროის მონაცემებით, ყველაზე რთული მდგომარეობა სოფელ აკეთშია. საბავშვო ბაღის შენობას ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა, მნიშვნელოვნად დაზიანდა გზები. აკეთში წინა სტიქიის დროს დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა ამ დღეებში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ადიდებულმა მდინარემ ჩატარებული სამუშაოები მნიშვნელოვნად დააზიანა, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ.
აკეთში არსებული მდგომარეობის ამსახველ ვიდეო კადრებს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური ავრცელებს.































































