ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტს სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სოციალურად დაუცველი სულიკო ჭელიძის ოჯახი კი ქარიშხალმა უსახლკაროდ დატოვა. ჭელიძეები სტიქიის დროს სახლში იმყოფებიდნენ. ნგრევის შედეგად ოჯახის დიასახლისი დაშავდა, რომელიც ამ დროისთვის "მედალფას" ჩოხატაურის ფილიაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით უკვე აღდგენილია სოფელ ზოტის საავტომობილო გზაც.