წუხანდელმა სტიქიამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. დაზიანებულია გზები, ხიდები, საყანე ფართობები, მშენებარე ობიექტები.
სოფელ ნინოშვილში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, საწოლს მიჯაჭვული ვასილ გოგუაძის საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშე დატოვა.
ვასილ გოგუაძე პირველი ჯგუფის ინვალიდია და სახლში 92 წლის დედასთან ერთად ცხოვრობს. გოგუაძეები ხელისუფლებას დროულ დახმარებას სთხოვენ.


























































