დღეს, ჩუღურეთში ხეთაგუროვის ქუჩაზე ახალგაზრდა "თავისუფალმა დემოკრატებმა" საპროტესტო აქცია "უპატრონო ქალაქი" გამართეს.
აქციას შეუერთდნენ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძე.
"განადგურებულია გზები, არ მიმდინარეობს არანაირი სამუშაოები. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ქალაქს არ ჰყავს პატრონი.
ამ ხელისუფლების პირობებში და ამ მერის პირობებში, რა თქმა უნდა, არც ერთ მოქალაქეს არ აქვს განცდა იმისა, რომ ხელისუფლება მათ პრობლემებს მოაგვარებს,"– განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

































































