გუშინ, საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ ფეისბუკმა აამუშავა აპლიკაცია _ "მე უსაფრთხოდ ვარ". აპლიკაციის მიზანია პარიზელებმა ერთმანეთს შეატყობინონ, რომ კარგად არიან.
შეგახსენებთ, რომ ტერორისტული აქტების დროს, არსებული მონაცემებით, 140-მდე ადამიანია დაღუპული.
პარიზში ტერორისტული აქტები საფრანგეთ-გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩის დროს განხორციელდა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა.
საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.


































































