ამ წუთებში, რესპუბლიკელი გოჩა ჯიქია ჩოხატაურის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, ის საყოველთაო დაკითხვების დროს იყო დაბარებული, მაგრამ მაშინ არ გამოცხადდა და ახლა მას სამართალდამცავებთან მოუწევს ახსნა-განმარტების ჩაბარება.
_ ეს ამბავი ახლახან გავიგე. კიდევ ერთი ადამიანი არის პოლიციის შენობაში დაბარებული. როგორც იცით, ვინც კონტროლის პალატის დაკითხვებზე არ გამოცხადდა, ახლა პოლიციაში იბარებენ, _ გვითხრა “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა თემურ სალუქვაძემ.