ვიქტორ იუშჩენკო
უკრაინის ექსპრეზიდენტი და ვიქტორ იუშჩენკო მეფუტკრეობით არის გატაცებული. თუმცა, მისი ეს გატაცება უფრო ჰობია ვიდრე უცნაურობა, რომელთა მთელ "არსენალს" ფლობს "ნარინჯისფერი" რევოლუციონერი. დასავლური პრესა მისი უცნაური ჩვევებიდან ერთს გამოარჩევდა: უკრაინის ექსლიდერს პუნქტუალობასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები და სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის მაღალი რანგის სტუმრებთან შეხვედრებზე, მუდამ აგვიანებდა.
იულია ტიმოშენკო
უკრაინის "ნარინჯისფერი რევოლუციის" კიდევ ერთი ლიდერი იულია ტიმოშენკო მსოფლიოში განთქმული დიზაინერების ძვირად ღირებული ტანსაცმლისადმი მიდრეკილებით გამოირჩევა, რის გამოც ის არაერთხელ გაუკრიტიკებიათ, განსაკუთრებით კი ეტიკეტის დარღვევის გამო – ხშირ შემთხვევაში, ტიმოშენკოს ზედმეტად "გულახდილი" საღამოს კაბები და ქვედაბოლოები აშკარად არ ჯდებოდა პოლიტიკური ეტიკეტის ფორმატში. იულია პრემიერობის დროს მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ქალ-პოლიტიკოსთა რეიტინგებში ლიდერობდა.
ჰილარი კლინტონი
ამერიკის შეერთებული შტატების ექსპირველი ლედი ჰილარი კლინტონი სპირიტიზმით არის გატაცებული. მისი მტკიცებით, ერთ-ერთი ასეთი სეანსის დროს, მან გარდაცვლილ ელეონორა რუზველტთან დაამყარა კავშირი და ისაუბრა კიდეც სხვადასხვა საჭირბოროტო თემაზე. სხვათა შორის, ამერიკული საზოგადოება პოლიტიკოსთა მსგავს უცნაურ გატაცებებს მშვიდად უყურებს და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.
ჯორჯ ბუში-უმცროსი
ცნობილია ამერიკის ექსპრეზიდენტი ჯორჯ ბუშის სისუსტის შესახებ სწრაფი კვების პროდუქციის მიმართ. ტეხასელ ჯორჯს განსაკუთრებული გართულება აქვს უცნაურ კერძზე – ეს არის პიცისა და ჩიზბურგერის ერთგვარი ნაზავი. გარდა ამისა, პრეზიდენტობის პერიოდში ბუში ამერიკელი პოლიციელების საყვარელი ტკბილეულის – ფუნთუშების სიყვარულში იყო შემჩნეული და ერთხელ მას ყელშიც კი გადასცდა ერთი ასეთი ფუნთუშის ლუკმა.