პარიზში, პარასკევს ისლამური სახელმწიფოს მიერ მოწყობილი ტერაქტების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნას, ევროპის მასშტაბით, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, თავდასხმების შედეგად პარიზის რესტორნებში, ბარებში, საკონცერტო დარბაზსა და მოედანზე 129 ადამიანი დაიღუპა, 350 დაშავდა, ხოლო მათ შორის 99 ადამიანი მძიმედაა დაშავებული.
საფრანგეთის მთავრობის ინფორმაციით, ტერაქტები როგორც საფრანგეთის, ასევე ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ იგეგმება.