კონტროლის პალატა გურიაში, და არა მარტო გურიაში, განაგრძნობს საყოველთაო დაკითხვებს. დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ოზურგეთის სტამბის დირექტორი რუბენ ჭელიძე დაიბარა. ეს ინფორმაციას “გურია ნიუსთან” “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა თემურ სალუქვაძემ დაადასტურა: _ თავად რუბენი არ მინახავს, მაგრამ მას შევთავაზეთ ადვოკატთან ერთად შესულიყო დაკითხვაზე, მაგრამ მან უარი თქვა. ჩემი ვარაუდით მას ალბათ კითხავდნენ, რამდენიმე კვირის წინ მის სტამბაში ბუკლეტები დავბეჭდეთ და არ არის გამორიცხული ამის გამო მოუწია დაკითხვაზე მისვლა, _ გვითხრა თემურ სალუქვაძემ.