დღეს ანტალიაში „დიდი ოცეულის“ სამიტი დასრულდა. სამიტის დასრულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ G20-ს წარმომადგენლებს ტერორისტების დაფინანსებასთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული ინფორმაციები მიაწოდა.
პუტინის სიტყვებით, რუსეთში აკრძალული ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ დაფინასება 40 სახელმწიფოდან, მათ შორის „ოცეულის“ ზოგიერთი ქვეყნიდანაც ხდება.






























































