არის თუ არა მედია თავისუფალი საქართველოში? _ ამ კითხვაზე საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი "გურია ნიუსთან" კომენტარს აკეთებს. მის განცხადებით, რუსთავი -2 გარშემო მიმდინარე პროცესებმა გაააჩინა ამ მხრივ გარკვეული კითხვები:
"თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ ნამდვილად გაზრდილია თავისუფლების ხარისხი, ეს მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული. თუ გავითვალისწინებთ ზეწოლის ფაქტებს, შედარებით მცირე იყო ან არ იყო გასული წლის განმავლობაში.
ზოგადად გარემო არის გაუმჯობესებული, მედიასაშუალებები თავისუფლად მუშაობენ, ეს არის რეალობა ქვეყანაში. მხოლოდ რამდენიმე ინციდენტზე არის საუბარი, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი. რუსთავი -2 გარშემო მიმდინარე პროცესებმა გააჩინა გარკვეული კითხვის ნიშნები მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით.
ჩვენს ანგარიშებში ვსაუბრობდით, რომ გაცილებით ნორმალური მდგომარეობა იყო. როგორ განვითარდება მოვლენები რუსთავი 2 თან დაკავშირებით, ამაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ზოგადად როგორ შევაფასებთ მედიაგარემოს საქართველოში "_ აცხადებს ნანუაშვილი