"ისლამური სახელმწიფოს" 480 ჩეჩენი შეუერთდა. აღნიშნულ ინფორმაციას THE MOSCOW TIMES ავრცელებს.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რაზმან კადიროვის ცნობით, ისლამურ სახელმწიფოს 480 ჩეჩენი შეუერთდა, თუმცა 200 მათგანი უკვე დაიღუპა, ხოლო 47 ჩეჩენი მთავრობის აგენტებმა უკან დააბრუნეს.
როგორც ცნობილია, კადიროვმა დასავლეთის ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
"დღეს, დასავლეთის ქვეყნები, ევროპისა და სხვა არაბული ერები, რომლებიც ტერორისტებს აფინანსებენ, სირიაში მიმდინარე მოვლენები სულ არ აინტერესებთ და პირადი ინტერესები ამოძრავებთ,"_აცხადებს კადიროვი.