სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული გურამ მ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამაცველებმა 5 შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებისას გურამ მ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გურამ მ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე.