ნიგერიაში ქალაქ იოლაში ბაზრის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია,აფეთქების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასამდე კი დაშავდა.
გავცელებული ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა მსგავსი ტიპის ტერაქტი იოლაში ორჯერ უკვე მოხდა, რომლის უკანაც ისლამისტური მოძრაობა "ბოკო ჰარამი" იდგა.