პარიზის სან-დენის გარეუბანში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა თავია იფეთქა. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი", საფრანგეთის პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.
"ორი ტერორისტი მკვდარია, მათ შორის ქალი, რომელმაც ე.წ. "შაჰიდის ქამარი" აამოქმედა", _ იუწყება სააგენტო.
გარდა ამისა, ფრანგული რადიოსადგური RTL იტყობინება, რომ მოკლულ ტერორისტთა შორის თვითმკვლელი ტერორისტი ქალია, რომელმაც თავის აფეთქება ვერ მოასწრო.
ამ წუთებში ანტიტერორისტული ოპერაციის აქტიური ფაზა მიმდინარეობს. მედია წერს, რომ სპეცოპერაციის დროს დაიჭრა სულ მცირე ერთი სამართალდამცველი. ადგილზე სპეცდანიშნულების ძალები და 50-მდე სამხედრო მოსამსახურეა მობილიზებული.