პარიზის გარეუბან სენ დენში პარასკევს მოხდარ ტერაქტების გამო ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, შვიდი აფეთქების ხმა გაისმა, ასევე სროლის ხმაც ისმოდა.
როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა ორი ეჭვმიტანილი დააკავეს, ხოლო სამი ეჭვმიტანილი დაიღუპა, მათ შორის ერთი ქალია, რომელმაც თავი აიფეთქა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია სპეცოპერაციას აბდელჰამიდ აბაუდის წინააღმდეგ ატარებს, რომელიც ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორად ითვლება.