"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც პარიზში გასულ კვირას მომხდარ თავდასხმებს ზეიმობს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ვიდეო FURAT მედიამ გაავრცელა და მასში სამი ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი საუბრობს.
როგორც ცნობილია, ისინი საფრანგეთს ახალი ტერაქტით ემუქრებიან, თუმცა საფრანგეთში მცხოვრებ მუსულმანებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.