2012 წლის 10 მარტს, ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ჟურნალისტებისთვის ტრენინგი გაიმართა. ტრენინგზე საუბარი იყო საარჩევნო კოდექსში შესულ ძირითად ცვლილებებსა და მედიისთვის საინტერესო სხვა საკითხებზე. ტრენინგზე “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” (ISFED) საქართველოში, ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით, ჟურნალისტებს წარმოუდგინა სახელმძღვანელო, რომელშიც განხილულია ახალი საარჩევნო რეგულაციები და სამართლებრივი საკითხები. სახელმძღვანელო მედიის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს დაეხმარება საარჩევნო პროცესების ნათლად და ობიექტურად გაშუქებაში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved