თბილისის მერიის ხუთ საქალაქო სამსახურს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კანდიდატურები დედაქალაქის საკრებულოს დასამტკიცებლად გადაეგზავნება.
ნარმანიამ სამსახურების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა და აღნიშნა, რომ თითოეულ მათგანს, მერიის განვთარებაში საკმაოდ დიდი წლილი აქვს შეტანილი.
ნარმანიას თქმით, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს გივი კუბლაშვილი უხელმძღვანელებს; ზედამხედველობის სამსახურს – გიორგი ბაგრატიონი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს – ირაკლი გვილავა; ეკონომიკისა და პოლიტიკის საქალაქო სამსახურს – ნოდარ ჭიჭინაძე; ხოლო ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს – ნინო სულხანიშვილი.