ინტერნეტ-მაღაზია "ამაზონის" დამაარსებელი და მფლობელი, 51 წლის ჯეფრი ბეზოსი მრავალსაუკუნოვანი პროექტის შესრულებას შეუდგა – გიგანტური საათის მშენებლობას, რომელიც 10 ათასი წელი იმუშავებს.
გიგანტური მექანიკური საათის მშენებლობის იდეა ბეზოსს ჯერ კიდევ 1995 წელს გაუჩნდა, თუმცა, იდეის განხორციელებას 42 მილიონი დოლარი ესაჭიროებოდა, რაც იმ დროს ბეზოსისთვის ფანტასტიკური თანხა იყოს.
2013 წელს დაიწყო გიგანტური საათის დეტალების აწყობა, ხოლო კომპიუტერის საშუალებით ათამდე სპეციალისტი მზის სხივების განლაგებას შეისწავლიდა.
საათის მონტაჟის სამუშაოები უკვე დაწყებულია ტეხასის უდაბნოში. ამბობენ, რომ არა ჯეფრი ბეზოსის მილიარდები და სწრაფვა, საათის დადგმა შეუძლებელი იქნებოდა.
ცნობისთვის, ბეზოსის კაპიტალი, "ფორბსის" ვერსიით, 18,1 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.