კალიფორნიაში მდებარე ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ, რომელიც მიზნად ისახავს ნერვოლოგიურ დარღვევებთან, გულის დაავადებებთან და კიბოსთან ბრძოლას სახელს შეიცვლის. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ფარმაკოლოგიურ კომპანიას ISIS ჰქვია.
როგორც ცნობილია, ფარმაკოლოგიური კლინიკის სახელის შეცვლის შესახებ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა.
მისი თქმით, კომპანიის სახელი ტერორისტულ ჯგუფის "ისლამური სახემწიფოს" მსგავსია და პარიზში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ უარყოფით დატვირთვას ატარებს.
ამ დროისთვის უცნობია, თუ რა სახელი ექნება მომავალში ფარმაკოლოგიურ კომპანიას.