_ არანაირი დაპირისპირება ჩემსა და პრემიერს შორის არ არის. თუმცა, გარკვეულ ძალებს აქვთ იმის სურვილი, რომ ჩვენს შორის იყოს დაპირისპირება. იყო იმის მცდელობა, რომ გარკვეული შუღლი ჩამოეგდოთ ჩვენ მეგობრობას შორის, მაგრამ არ გამოუვიდათ.
მე და ირაკლი მეგობრები ვართ. არიან პიროვნებები, როგორც გუნდის შიგნით, ასევე გუნდის გარეთ, ვისაც აქვთ სურვილი იყოს დაძაბულობა, მაგრამ ეს არ გამოუვათ, _ განაცხადა ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.