როცა ქალს თვითშეფასების მაღალი კრიტერიუმი აქვს, ის უკვე უზარმაზარ ნაბიჯს დგამს წარმატებისკენ. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ჩვენს თანამემამულეებს, ანუ ჩვენ და ჩვენს მეგობრებს, ეს კრიტერიუმი შემაშფოთებლად დაბალი გვაქვს. სამაგიეროდ, არსებობს ქვეყნები პლანეტაზე, სადაც წარმატებული და თავდაჯერებული ქალები გაცილებით მეტია.
პირველობას არავის უთმობენ ამერიკელები, ინგლისელები, შვედები და ესპანელები.
რატომ ცხოვრობენ ამერიკელი ქალები კარგად, პატივს სცემენ საკუთარ პიროვნებას და აღწევენ დასახულ მიზნებს? – ამბობენ, რომ ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ ამერიკელები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ფსიქოთერაპიას. ამერიკაში "საკუთარი პიროვნების პატივისცემის ნაციონალური ასოციაციაც" კი არსებობს.
ამერიკელი ქალისთვის მნიშვნელოვანია: სოციალური სტატუსი, შემოსავალი, კარიერა, ოჯახი, შვილები, მეგობრები, თვითრეალიზაცია შემოქმედებითი კუთხით, იმ ადამიანების პატივისცემის დამსახურება, ვინც მათთვის ძვირფასია.
შვედი ქალი ამბობს, თუ რაღაც არ მოგწონს საკუთარ თავში, შეიცვალე ბიუსჰალტერის მოდელი. ასწიე შენი მკერდი მაღლა და ყველაფერი გამოვაო.
ესპანელი ქალის წარმატების საიდუმლო სექსსა და შოკოლადშია – ყოველ შემთხვევაში, მათ ასე მიაჩნიათ.
მოკლედ, თუ თვითშეფასების კრიტერიუმში მოიკოჭლებთ, მიბაძეთ ამერიკელებს, შვედებს ან ესპანელებს. ერთ-ერთი მეთოდი აუცილებლად გაამართლებს.