ბრიუსელში ჩატარებული რამდენიმე რეიდის შედეგად, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ბელგიის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკა პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილების ძებნას უკავშირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, პარიზში მომხდარი ტერაქტის შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა, 350 კი დაშავდა, მათ შორის 99 კი მძიმე მდგომარეობაშია.