ამჯერად ქალაქ ოზურგეთში ბორდიურების კეთილმოწყობისა და ტროტუარების დაგების სამუშაოებმა სხვა ქუჩებზე გადაინაცვლა.
ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ, ქალაქის მერიის შესაბამის სამსახურთან ერთად, ის ქუჩები მოინახულა, სადაც მასშტაბური პროექტების განხორციელება უკვე დაიწყო. ტროტუარებისა და ბორდიურების კეთილმოწყობა, ამ ეტაპზე, დოლიძის, ერისთავის, გაბრიელ ეპირსკოპოსისა და თაყაიშვილის ქუჩებზე მიმდინარეობს.
ჩამოთვლილი ქუჩები ქალაქის ცენტარალურ ნაწილს მიეკუთვნება. მოუწესრიგებელი გარემო წლების განმავლობაში აუშნოებდა ქალაქის იერ-სახეს. ქალაქის ამ ნაწილში მოუწესრიგებელი ტროტუარები ფეხით მოსიარულეთათვის გამუდმებით ქმნიდა გადაადგილების პრობლემას.
439 707 ლარის ღირებულების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ინჟინერი" აწარმოებს. თითოეულ პროექტში, რომელსაც ქალაქის მერია გზების რეაბილიტაციის მიმართულებით ახორციელებს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა გათვალისწინებულია.
სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
ქალაქის მერმა გურამიშვილის ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი კორპუსიც მოინახულა. ხსენებული კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. მობინადრეებს, უამინდობისას შექმნილი პრობლემები საბოლოოდ მოუწესრიგდებათ.
(R)