გაგიკვირდებათ და ჰოლივუდელი ქალბატონების ერთი კატეგორია სოლიდურ ალიმენტებს უხდიან, მაგრამ… ყოფილ ქმრებს. ჰოლივუდში ასეა: ვისაც მეტი ფული აქვს, განქორწინების შემთხვევაში, ჯიბეში ხელს ის იყოფს.
მადონა. მეგავარსკვლავებს თამაშის თავისი წესები აქვთ. თავისუფლებისთვის უნდა გადაიხადო. მადონასა და გაი რიჩის შემთხვევაში, რიჩის ადვოკატებმა თავისი კლიენტის სასარგებლოდ მადონას 90 მილიონი დოლარი აწაპნეს.
ჯენიფერ ლოპესი. სრულიად უცნობი მოცეკვავე კრის ჯადი ერთ დღეს ჯენიფერ ლოპესმა შეამჩნია. შეამჩნია და ცოლადაც გაჰყვა. ბედნიერებამ მხოლოდ 9 თვე გასტანა, მაგრამ ჯეი ლოს ის 18 მილიონი დოლარი დაუჯდა. კრის „გულთამპყრობელმა“ სწრაფად და უშრომელად ჩაიჯიბა მილიონები.
ბრიტნი სპირსი. მოცეკვავე მამაკაცებს ძალიან უმართლებთ. ყოველ შემთხვევაში, ჰოლივუდელ "ლამაზმანებთან". როცა ბრიტნი სპირსი დიდების ზენიტში იმყოფებოდა, ცოლად გაჰყვა საკუთარ კორდებალეტის მოცეკვავეს კევინ ფედერლაინს. ერთწლიანი მშფოთვარე ოჯახური ცხოვრების შემდეგ, ბრიტნიმ თავისუფლება 3 მილიონ დოლარად იყიდა.