შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ყაჩაღობაში დახმარების ბრალდებით, სამი პირი: 1985 წელს დაბადებული გელა ქ, 1995 წელს დაბადებული გოჩა ქ. და 1997 წელს დაბადებული ჯამბული ქ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს – გელა ქ-ს გაურიგდნენ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, იარაღის მუქარით, თანამზრახველებთან ერთად, ავტოგასამართი სადგური დააყაჩაღეს, საიდანაც 6 000 ლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ქუთაისში დააკავეს. სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ყაჩაღობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს,