საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, შპს "ბარაქას" დირექტორი ამირან ზურაბაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, 2015 წლის რთველის მიმდინარეობის პერიოდში, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებისგან იბარებდა ყურძენს და მიღება-ჩაბარების აქტებში თვითნებურად უთითებდა ჩაბარებული ყურძნის გაზრდილ რაოდენობას, რითაც ზრდიდა მოქალაქეზე გასაცემი სახელმწიფო სუფსიდიის ოდენობას.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.