დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია უდიდეს რელიგიურ დღესასწაულს, გიორგობას აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ჩაატარებს.
წმინდა გიორგი საქართველოს მფარველადაა მიჩნეული. სხვადასხვა გადმოცემის მიხდვით, საქართველოსში მისი სახელობის 365 ტაძარი არსებობს.
საეკლესიო წყაროების მიხედვით, წმ. გიორგი იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის პერიოდში რომში მოღვაწეობდა. ის მხედარმთავარი იყო, მაგრამ ახალი რწმენის გამო იმპერატორს განუდგა, რაც მისი წამების მიზეზი გახდა. დიოკლეტიანეს ბრძანებით წმინდანი სამაგალითოდ დასაჯეს, მას რამოდენიმე თვის განმავლობაში აწამებდნენ.
ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას დღესასწაულობს ორჯერ: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.
მეორე დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა































































