ბელგიელმა სამართალდამცავებმა კვირას, ღამით ჩატარებული ანტიტერორისტული შემოწმების შედეგად 16 პირი დააკავა, თუმცა მათ შორის მთავარი ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი არ იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, სამართალდამცავებმა რამდენიმე შემოწმება,მათ შორის 19 დედაქალაქში ჩაატარეს. თუმცა, სალაჰ აბდესლამი ისევ თავისუფალია და სამართალდამცავები მის ძებნას აგრძელებენ.
ბელგიის ფედერალური პროკურორის, ერიკ ვანის განცხადებით, მოსამართლემ შესაძლოა დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდოს.
"სულ 16 პირია დაკავებული. მოსამართლე ხვალ მიიღებს გადაწყვეტილებას დაკავებული პირებს შეეფარდებათ თუ არა წინასწარი პატიმრობა. ჯერჯერობით ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა სახის ასაფეთქებელი საშუალებები ნაპოვნი არ არის", _ განაცხადა ერიკ ვანმა.




























































