ევროპის კავშირის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში, წინა თვესთან შედარებით, ევროკავშირში უმუშევართა რაოდენობა 71 ათასით, ხოლო ევროზონაში 67 ათასით გაიზარდა.
უმუშევრობის დონემ ევროკავშირის 27 სახელმწიფოში 9,6 პროცენტს მიაღწია.
ამჟამად ევროკავშირის 27 ქვეყანაში 23,1 მილიონი უმუშევარია, მათ შორის, 15,9 მილიონი საერთო ევროპული ვალუტის – ევროს მოქმედების არეალში.
ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე ნიდერლანდებსა (4,4 პროცენტი) და ავსტრიაშია (4,5 პროცენტი), ყველაზე მაღალი – ესპანეთში (20,8 პროცენტი), ლატვიაში (19,4 პროცენტი), ესტონეთსა (18,6 პროცენტი) და ლიტვაში (18,2 პროცენტი).