BBC-ის ცნობით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი აცხადებს, რომ ევროპის საზღვრები მეტ მიგრანტს ვეღარ დაიტევს.
"ჩვენ იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებლით ვეღარ უზრუნვველვყოფთ, რადგან ეს შეუძლებელია,"_აცხადებს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპის საზღვრების კონტროლი აუცილებელია.
"თუ ჩვენ ასე არ მოვიქცევით, ხალხი იტყვის: "კმარა ევროპა," –აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც ცნობილია, ევროპის ქვეყნებში საზღვრებზე კონტროლი პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტის შემდეგ გამკაცრდა.
ევროკავშირის წევრმა რამდენიმე ქვეყანამ, მიუხედავად იმისა, რომ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლაა, სასაზღვრო კონტროლი მაინც დააწესა.