BBC-ის ინფორმაციით, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპარლამენტში, პარიზის თავდასხმების შესახებ დებატების დროს განაცხადა, რომ "შენგენის შეთანხმება ნაწილობრივ კომაშია."
"დიახ, სისტემა ნაწილობრივ კომაშია ,მაგრამ ვისაც სჯერა ევროპის, მისი ფასეულობების, პრინციპების და თავისუფლების უნდა ეცადოთ, რომ ახალი სიცოცხლე ჩაბეროთ სულს, რომელიც შენგენის უკანაა,“"_ განაცხადა მან.
როგორც ცნობილია, პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ევროპაში უსაფრთხოების მიზნით, საზღვრებზე კონტროლი გამკაცრდა.
გარდა ევროპის ქვეყნებისა, კონტროლი გამკაცრდა შენგენის ზონაშიც, სადაც უვიზო მიმოსვლაა.