ამ წუთებში გურიის სამივე მუნიციპალიტეტში პოლიციელები ავტომანქანებს და მგზავრებს ამოწმებენ. როგორც გვითხრეს, ჩოხატაურში, ლანჩხუთსა და ოზურგეთში ცენტრალურ გზებზე პოლიციის მანქანები რამდენიმე საათია დგანან:
_ ქალაქიდან ყველა გზა ჩაკეტილია. გავლა შეუძლებელია, თუ კონტროლს არ გაივლიან. ამოწმებენ ავტომანქანებს, მგზავრებს, ბარგს, საბუთებს, _ აღნიშნავენ ჩვენთან საუბრისას მოქალაქეები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემოწმებას არც დანაშაულთან აქვს კავშირი და არც ტერორიზმთან:
_ ეს არის საპოლიციო რეიდები, რომლებიც რამდენიმე თვეში ერთხელ, მინისტრის ბრძანების საფუძველზე ტარდება.
ამ შემოწმებას არც კონკრეტულ დანაშაულთან აქვს კავშირი და არც ტერორიზმის საფრთხესთან, _ გვითხრეს შსს-ში.