ცოტა ხნის წინ ჰოლანდიელმა მეცნიერებმა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს.
მათი მტკიცებით, ისეთი უწყინარი სასმელი როგორიც ყავაა, ქალების დაფეხმძიმებას ხელს უშლის.
რადბოუდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. ამ ცდაში ერთდროულად ცხრა ათასი ქალბატონი მონაწილეობდა. ისინი 13 წელი ცდილობდნენ ბუნებრივი გზით დაფეხმძიმებას და ამ ხნის მანძილზე 1350 ქალს მართლაც ეყოლა შვილები.
იკვლევდნენ რა ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობენ ან უშლიან ჩასახვის პროცესს, რადბოურდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყოველდღიურად ოთხი ფინჯანი ყავის, მაგარი ჩაის ანდა კოფეინის შემცველი სხვა სასმელების მიღება 26 პროცენტით აქვეითებს ჩასახვის შესაძლებლობას.
ამჟამად ჰოლანდიელი მკვლევარები ცდილობენ ახსნა მოუძებნონ იმას, თუ რატომ აფერხებს ყავა დაფეხმძიმებას.