პრემიერ- მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას პენსიის ზრდასათან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ეხმაურება. "ეს არის იმ კამპანიის შედეგი, რომელიც ჩვენ პენსიების ზრდასათან დაკავშირებით დავიწყეთ, ჩვენ ვითხოვდით რომ 50 ლარით მომხდარიყო ზრდა. მივესალმებით პრემიერის ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს. 420 მილიონი ლარი იხარჯება ხელისუფლების პრემიებზე და დანამატებზე. მაღალი თანამდებობების პირების პრემიების შემცირების ან სრულად გაუქმების ხარჯზე , შესაძლებელი გახდება ეს თაანხები გამოიყენონ პენსიების გასაზრდელად."-აღნიშნა ვაშაძემ შეხვედრაზე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გიორგი ვაშაძე, გიორგი თევდორაძე და პაატა მანჯგალძე ოზურგეთის დემოკრტიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივ ლიდერებთან ერთად, ოზურგეთელ პენსიონერებს ხვდებიან.