რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ბრაზილიელმა მწერალმა პაულო კოელიომ გამოცემა „Globo"-ს ინტერვიუ მისცა. სხვა თემებთან ერთად ის ინტერნეტის პრობლემასაც შეეხო.
"ნაცვლად იმისა, რომ ინტერნეტში ახალი საბაზრო შესაძლებლობები დაინახონ, გამომცემლები მასში მხოლოდ მტერს ხედავენ." – განაცხადა მწერალმა.
კოელიომ აღნიშნა, რომ ინტერნეტში თავის ნაწარმოებებს სრულიად უფასოდ ავრცელებს, მაგრამ ამის გამო უკვე დაბეჭდილი წიგნების ტირაჟის გაყიდვა სულაც არ შემცირებულა.
პირიქით, "რაც უფრო მეტს გასცემ, მეტსაც იღებ" – დარწმუნებულია ის.