ქალაქ ოზურგეთში 2015 წლისთვის განსაზღვრული გზის საფარის დაგების სამუშაოები დასრულდა.
წელს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ქალაქის 16 ქუჩის
მოასფალტება, ტროტუარებისა და ბორდიურების კეთილმოწყობის მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა.
წლების განმავლობაში ფეხით მოსიარულეებს, გადაადგილება ტროტუარის ნაცვლად ქუჩაში უხდებოდათ, რაც თითოეული მოქალაქის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გახლდათ.
ამჟამად ქალაქში გზების დახაზვის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც საბოლოდ დაარეგულირებს, როგორც სატრანსპორტო საშუალებების, ასევე, ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილების საკითხს.
გზების მოასფალტების სამუშაოები მომავალ წელსაც განხორციელდება და ქალაქის დანარჩენ ნაწილს მოიცავს. ხსენებული სამუშაოების შესასრულებლად 2 738 771 ლარი იხარჯება.
(R)