თბილისის საკრებულოს წევრმა, "ქართული ოცნების" დეპუტატმა რიმა ბერაძემ საკუთარი ნათქვამის განსამტკიცებლად უმწეოთა სასადილოების მენიუ გაასაჯაროვა.
დეპუტატის გუშინ გაკეთებულმა განცხადებამ, რომლის მიხედვით ერთი ადამიანის სრულფასოვნად გამოსაკვებად 1.18 თეთრი სრულიად საკმარისია, დიდი ვნებათღელვა გამოწვია საზოგადოებაში.
რიმა ბერაძე, აცხადებს, რომ არსებული მენიუ სპეციალისტების მიერაა შედგენილი და თბილისის საკრებულო ყველაფერს აკეთებს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.