ცოტა ხნის წინ გამოცემამ "MSM Movies" შეადგინა სია, სადაც მოხსენიებულია ის "უღირსი" სურათები, რომლებმაც სხვადასხვა დროს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო "ოსკარი" მოიპოვეს.
გამოცემის ჟურნალისტები უკმაყოფილებას ვერ მალავენ, რომ მსოფლიო კინემატოგრაფში ყველაზე პრესტიჟლი ჯილდოს მფლობელები ხდებიან ის სურათები, რომლებიც ამ პატივს არაფრით იმსახურებენ.
ყველაზე დაუმსახურებელ ოსკაროსანად სურათი "შეყვარებული შექსპირი" დასახელდა.
"საპატიო" მეორე ადგილი თავის დროზე გახმაურებულმა მიუზიკლმა "ჩიკაგო" დაიმსახურა.
მესამე პოზიციაზე ფილმი "ტიტანიკი" გავიდა.